PIULATTE ®

დედის რძე საუკეთესო საკვებია თქვენი პატარასთვის ! ნუ გავიწყდებათ, რომ ძუძუთი კვებაზე უარის თქმა - არის დედისა თუ ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე ხშირი მიზეზი . თუმცა, სტატისტიკის თანახმად, დედების მხოლოდ 40 % კვებავს ძუძუთი თავის ჩვილს 6 თვემდე. ძუძუთი კვების ძირითადი პრობლემა არის დედის რძის ნაკლებობა (ჰიპოგალაქტია). ამ პრობლემას აწყდება მეძუძური დედების 57,8 %.

\r\n

ლაქტაციის გასაზრდელად (ანუ, დედის რძის მეტი გამომუშავებისთვის) სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენმხოლოდ უსაფრთხო საშუალებებს, რომელთა ეფექტი დადასტურებულია კლინიკური კვლევებით .

\r\n

ასეთ საშუალებას წარმოადგენს პიუ ლატე პლუსი .

\r\n

PİULATTE PLUS - ეს არის საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს სილიტიდილს (სილიბუმ მარიანუმს, ანუ რძის ნარშავს+ ფოსფატიდილსერინი ) და გალეგას (ანუ, თხის ბალახს).

\r\n

შეიცავს 2 ბუნებრივ გალაქტოგოგს (ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია მეძუძური დედის ლაქტაციის შენარჩუნება და გაზრდა) : სილიმარინი + გალეგა

\r\n

სილიმარინი (რძის ნარშავი) : აძლიერებს ლაქტაციას, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას, აქვს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება.

\r\n

გალეგა ოფიცინალის: ლაქტაციის გაძლიერებასთან ერთად ამცირებს შაქრის დონეს სისხლში.

\r\n

ჰუმანას პატენტი სილიტიდილი - Silitidil® ( ზრდის სილიმარინის ბიოშეღწევადობას ფიტოსომების ხარჯზე)

\r\n

 \"\"

\r\n

ფიტოსომები : მიწოდების ეფექტური სისტემა, რომელიც ზრდის სილიმარინის შეთვისებას 20-ჯერ.

\r\n

ფოსფოლიპიდები : არეგულირებენ „სტრესის ჰორმონის“ - კორტიზოლის დონეს (კორტიზოლის მაღალი დონე ამცირებს ლაქტაციას), და ასევე ხელს უწყობს გუნება - განწყობის გაუმჯობესებას.

\r\n

ეფექტურია მასტიტის პროფილაქტიკის თვალსაზრისით (სარძევე ჯირკვლების ანთება);

\r\n

შენიშვნა: მიიღეთ 1-2 პაკეტი დღეში ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 1 საათში (უმჯობესია მიიღოთ დღის მეორე ნახევარში ) . პაკეტის შიგთავსი გახსენით წყალში ან სხვა სითხეში (?) საშუალო ზომის  ჭიქაში.

\r\n

 

\r\n

Литература: ლიტერატურა :

\r\n

1.   Wilinska M. et al.; Galactogogues and breastfeeding: focus on new natural solution for hypogalactia. Nutrafoods 2015; DOI: 10.1007/s13749-015-0034-9.

\r\n

2.   Gozák R. et al.; Silybin and Silymarin – new and emerging applications in medicine. Curr Med Chem 2007; 14: 315-338.

\r\n

3.   Zuppa A.A. et al.; Safety and efficacy of galactogogues: substances that induce, maintain and increase breast milk production. J Pharm Pharmaceut Sci 2010; 13 (2): 162-174. 4

\r\n

4.   Singh A. et al.; Phytosome: drug delivery system for polyphenolic phytoconstituents. Iran J Pharm Sci 2011; 7 (4): 209-219.

\r\n

5.   Di Pierro F. et al.; Clinical efficacy, safety and tolerability of BIO-C® (micronized Silymarin) as a galactogogues. Acta Biomed 2008; 79: 205-210 ;

\r\n

6.   E Zecca, AA Zuppa, A D’Antuono, E Tiberi, L Giordano, T Pianini and C Romagnoli Efficacy of a galactogogue containing silymarin-phosphatidylserine and galega in mothers of preterm infants: a randomized controlled trial European Journal of Clinical Nutrition (2016), 1–4

რომელი ნუტრიენტებია ყველაზე მნიშვნელოვანი მომავალი დედისთვის

ქალის ორგანიზმის მოთხოვნილება ნუტრიენტებზე  კანონზომიერად იზრდება ორსულობის 1-დან მე-3 ტრიმესტრისკენ.

წინა სტატიაში ჩვენ გესაუბრეთ იმაზე, თუ როგორი კვება ჯობს ორსულისთვის და რა საკვებისგან უნდა შეიკავოს თავი მან.ამჯერად გვსურს გესაუბროთ კვების ზოგიერთ კომპონენტზე, რომლებიც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა დედამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს  საკუთარი რაციონის შედგენისას.

  • რკინა

ორსულობის განმავლობაში ქალს ესაჭიროება ბევრად მეტი ოდენობით რკინა, ვიდრე ჩვეულებრივ , რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ეს საჭიროა სისხლის საერთო მოცულობის გასაზრდელად, რათა დაკმაყოფილდეს მზარდი ნაყოფის მოთხოვნილებები. მეორეც,ორსულობის მეორე ნახევარში ნაყოფს ეწყება რკინის მარაგების ფორმირება, რომლებიც აუცილებელია სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში.

რკინის ნაკლებობა იწვევს ორსულის რკინადეფიციტურ ანემიას (რაც ვლინდება მომატებული დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნებით,ზოგჯერ აღინიშნება ქოშინი, თავის ტკივილი, გახშირებული გულისცემა).  

რკინით მდიდარი პროდუქტები . ისინი შეიძლება იყოს როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული წარმოშობის. მიუხედავად ჩამოყალიბებული შეხედულებებისა, უმჯობესია ცხოველური წარმოშობის პროდუქტები: უცხიმო საქონლის ხორცი, ქათმისა და ინდაურის ხორცი, ღვიძლი. საქმე იმაშია, რომ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში, განსხვავებით მცენარეულისგან,  რკინა წარმოდგენილია უკეთ შეთვისებადი(ე.წ. ჰემური ) ფორმით

მცენარეული წარმოშობის პროდუტებიდან რეკომენდაციას ვუწევთსხვადასხვა სახეობის პარკოსნებს (ლობიო,ოსპი, მწვანებარდა),  თხილეულს (ნუში, ქეშიუ ),შვრიის მარცვალს, ასევე ხილს და ბოსტნეულს (ისპანახი, კომბოსტო, შავი ქლიავი, ბროწეული, შინდი და სხვა).

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რკინის შეწოვაზე დიდი გავლენა აქვს თანმდევ კომპონენტებს. მაგალითად, ჩაი, ყავა, რძე და რძის პროდუქტები ხელს უშლიან რკინის შეწოვას , ამიტომ ჯობს, ისინი არ მიირთვათ ერთად.  ამავე დროს, ვიტამინი Cხელს უწყობს რკინის შეწოვას, და შესაბამისად, სასურველია ამ ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მიღება (მაგალითად, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, კივი, კომბოსტო და სხვ) რკინით მდიდარ პროდუქტებთან ერთად .

რკინაზე მოთხოვნილების საშუალო დღე-ღამური მაჩვენებელი მთელი ორსულობის განმავლობაში 18-დან 33 მგ-მდე შეადგენს. ზოგ შემთხვევაში, რეკომენდებულია რკინის მიღება საკვები დანამატის სახით, დაწყებული ორსულობის მეორე ნახევრიდან და შემდგომაც, მშობიარობიდან 6 კვირის განმავლობაში. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია თქვენს ექიმთან კონსულტაცია.

 

  •  ფოლიუმის მჟავა

ბევრს გაუკვირდება, მაგრამ ფოლიუმის მჟავის (ვიტამინი B9) მნიშვნელობის შესახებ ჯერ კიდევ ორსულობამდე უნდა დაფიქრდეთ. საქმე იმაშია, რომ ფოლიუმის მჟავა აუცილებელია დნმ-ის მშენებლობისთვის, რაც თავის მხრივ, ადამიანის ორგანიზმის ნებისმიერი უჯრედის ძირითადი კომპონენტია

შესაბამისად, ეს კომპონენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის პირველივე კვირებიდან, როცა ხდება ნაყოფის ყველა ძირითადი ორგანოს განვითარება ტვინის ჩათვლით. თუ ამ ეტაპზე წარმოიქმნება დეფექტი თუნდაც უჯრედების მცირე რაოდენობის ჩამოყალიბებისას, ამან შეიძლება გამოიწვიოს მოგვიანებით მთელი სისტემის დეფექტი.  მაგალითად, ნერვული მილის დეფექტმა ( საიდანაც ხდება თავისა და ზურგის ტვინის განვითარება),  შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის სხვადასხვა სახის პათოლოგია (ინვალიდობა)  ან, სულაც სიკვდილი.  ვინაიდან ნერვული მილი იხურება ჩასახვიდან 3-4- კვირაში, ფოლიუმის მჟავის მიღება უნდა დაიწყოთ ჩასახვამდეც. დამტკიცებულია, რომ ფოლიუმის მჟავის მიღება ჩასახვამდე 3 თვით ადრე და ასევე, ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში, თითქმის  70%-ით ამცირებს ნერვული მილის თანდაყოლილი პათოლოგიის რისკს (Neural Tube Defect – NTD). 

გარდა ამისა, ფოლიუმის მჟავა ამცირებს მომავალი დედისთვის ანემიის განვითარების რისკს.

ფოლიუმის მჟავით (ფოლატებით ) მდიდარი პროდუქტები

მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ორსულობის პერიოდში ბუნებრივი პროდუქტებიდან შეთვისებული ფოლიუმის მჟავის ოდენობა არ იქნება საკმარისი ამ ნუტრიენტზე მომავალი დედის მოთხოვნილების სრული დაკმაყოფილებისთვის. ამიტომ, უმჯობესია მისი მიღება საკვები დანამატის ან როგორც ორსულებისთვის წარმოებული სპეციალური ვიტამინურ-მინერალური კომპლექსების ერთ-ერთი ინგრედიენტის სახით.

საშუალო სარეკომენდაციო დოზა ორსულობის განმავლობაში არის დაახლოებით 400-600 მიკროგრამი დღეში. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ დოზა ყოველთვის ინდივიდუალურია და საჭიროა მისი შეთანხმება ექიმთან.

 

  • კალციუმი

 

კალციუმი აუცილებელია, როგორც ძვლების საშენი მასალა, ასევე ის საჭიროა კუნთების ნორმალური მუშაობისთვის, კბილების ჩანასახის ფორმირებისა და მათი შემდგომი ჯანმრთელი განვითარებისთვის. ორსულობის განმავლობაში კალციუმზე მოთხოვნილება მუდმივად იზრდება. პირველ რიგში, ის საჭიროა მომავალი დედის ჯანსაღი კბილებისა და ძლიერი ძვლების შესანარჩუნებლად. ხოლო შემდეგ, ორსულობის მეორე ნახევარში, როცა ყალიბდება ნაყოფის კალციუმის მარაგები, და ჩვილის სიცოცხლის პირველ თვეებში, როცა კალციუმის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს რაქიტი.

კალციუმით მდიდარი პროდუტები. ძირითადად, ესენია რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი, თევზი, ნუში, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ფინიკი, ქიშმიში, შავი პური და სხვ.

არ დაგავიწყდეთ,რომ კალციუმის შეწოვას ანელებს ჩაიდა ყავა (მათშიშემავალი „ტანინების“- წებოვანი ნივთიერების გამო).

მე-2-3 ტრიმესტრში, ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე, შესაძლებელია ორსულმა მიიღოს სპეციალური საკვები დანამატი ან ორსულების ვიტამინურ-მინერალური კომპლექსი. ფეხმძიმობის განმავლობაში კალციუმის დღიური დოზა შეადგენს 1000-1300 მგ-ს დღეში.

  • ვიტამინი D

 

ვიტამინი D მონაწილეობს ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვაში და არეგულირებს კალციუმისა და ფოსფატის კონცენტრაციას  შრატში, რომელიც უზრუნველყოფს მიკროელემენტების ნორმალურ შემცველობას ძვლებში. ის აუცილებელია ძვლების ზრდის პროცესისთვის, უზრუნველყოფს მათ სიმაგრეს და თავიდან აგვაცილებს მოტეხილობებსა და დეფორმაციებს. ასევე, ეს ვიტამინი დადებითად  მოქმედებს იმუნურ სისტემასა (იკლებს ინფექციების სიხშირე) და კუნთების ფუნქციებზე. დღესდღეობით უკვე დადგენილია  კავშირი ვიტამინ დე-ს დეფიციტსა და მეტაბოლურ სინდრომს შორის. ხოლო მისი ნაკლებობა ორსულობის დროს იწვევს გართულებეს როგორც დედის, ასევე ბავშვის ორგანიზმში.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ Dვიტამინზე მოთხოვნილება კმაყოფილდება მაშინ, როცა ჩვენ ვიმყოფებით მზეზე და ულტრაიისფერი დასხივების ქვეშ. ამიტომ, მეტად მნიშვნელოვანია მომავალი დედისთვის საკმარისი დროის გატარება სუფთა ჰაერზე.

Dვიტამინით მდიდარი პროდუქტები. 

ძირითადად, ეს პროდუქტები არის ცხოველური წარმოშობის: ცხიმიანი თევზი (ორაგული, სკუმბრია, სარდინები), წითელი ხორცი, კვერცხის გული და სხვ

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში რეკომენდებულია ქალმა მიიღოს 200-400 საერთაშორისო ერთეულის ოდენობის (5-10 მიკროგრამის ანალოგიური)  D ვიტამინი დღეში.

 

  • იოდი

იოდი წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან და სასარგებლო ელემენტს სიცოცხლის ყველა ეტაპზე. ის აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, განსაკუთრებით ორსულობამდე და ორსულობის განმავლობაშიც,რათა მოხდეს ნაყოფის და შემდგომ, ახალშობილის ტვინის ნორმალური განვითარება. ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ქალს ესაჭიროება ბევრად დაახლოებით 1,5-1,9-ჯერ მეტი იოდი, ვიდრე ჩვეულებრივ დროს.

იოდის დეფიციტი წარმოადგენს კოგნიტური განვითარების ჩამორჩენის ყველაზე გავრცელებულ მიზეზს, რაც შესაძლებელია, რომ თავიდან ავიცილოთ. ორსულებში იოდის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, ენდემური ჩიყვი და ნაყოფის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ჩამორჩენა (კრეტინიზმი).

იოდით მდიდარი პროდუქტებია ზღვის წყალმცენარეები და ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი და სხვა პროდუქტები, იოდირებული მარილი. ხილიდან და ბოსტნეულიდან გამოვყოფდით ვაშლს, ფორთოხალს, მსხალს, მოცხარს, ხურმას, ფეიხოას და სხვ.

 

რეკომენდებულია 150-200 მკგ-ის მიღება ორსულობამდე, ორსულობის მთელი პერიოდისა და ძუძუთი კვების განმავლობაში.


 

ზოგადად, ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა თქვენთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორსულობის პერიოდში დაბალანსებული დიეტის დაცვა. ქვემოთ მოყვანილია ზოგიერთი არასასურველი შედეგი, რაც შეიძლება მოყვეს ფეხმძიმობისას ამა თუ იმ მიკრონუტრიენტების დეფიციტს.

 

დეფიციტი                                     შედეგები

 

ФК, В1, В6, Е, А, I, Zn  -             ნაყოფის თანდაყოლილი დეფექტი (ნერვული ღეროს განვითარების დეფექტი) 

ФК, I, Zn                                     ნაყოფის ჰიპოტროფია (განვითარებისშეფერხება)

ФК, В1, D                                    (დღენაკლობა, ნაადრევი მშობიარობა)

В6, В12, фолат, I                        (მუცლის მოშლის საშიშროება)

В2, В6, В12, фолат, Fe, Co         ანემია

В1, В6, С, Е                                 გესტოზის განვითარების რისკი)   

С, D, В12                                     გესტაციური შაქრის დიაბეტის განვითარება

D                                                 პრეკლამფსია, ბავშვის ჩონჩხის განვითარების დარღვევა, გესტაციური დიაბეტი

С, Е                                             ეკლამფსია

В6                                               ადრეული ტოქსიკოზი, ორსულის შეშუპება 

В2 и РР                                       ახალშობილის გულის მანკის რისკი

В2, В6                                         კიდურების დეფექტის რისკი

D, Ca                                           ბავშვის რაქიტი

А, D                                             ინფექციებისადმი მომატებული არამდგრადობა

В1                                                მწვავე გულის უკმარისობა ახალშობილებში

В12                                              სხეულის წონის მატება

А                                                  მეძუძური დედის მასტიტი

I                                                   მკვდრადშობადობა, პერინატალური და ახალშობილთა სიკვდილიანობის რისკის ზრდა, ნევროლოგიური კრეტინიზმი (გონებრივი ჩამორჩენა, ყრუმუნჯობა, სიელმე), მიქ სედემატოზური კრეტინიზმი (გონებრივი ჩამორჩენა, სიდაბლე, ჰიპოთირეოზი), ფსიქომოტორული დარღვევები.     

 

 Литература:

  1. Wallingford JB, Niswander LA, Shaw GM, Finnell RH: The continuing challenge of understanding, preventing, and treating neural tubedefects. Science 2013, 339: 1222002
  2. WHO. Guideline: calcium supplementation in pregnant women // Geneva, World Health Organization, 2013.
  3.  Вржесинская О.А., Переверзева О.Г., ГмошинскаяМ.В., Коденцова В.М., Сафронова А.И.,Коростелева М.М. и др. Обеспеченность водорастворимыми витаминами и состояние костной ткани у беременных женщин. Вопросыпитания, 2015, 84(3): 48-54.
  4. ВОЕВОДИН С.М., ШЕМАНАЕВА Т.В. ПРОФИЛАКТИКА ПОРОКОВ РАЗВИТИЯ // МЕДИЦИНСКИЙ СОВЕТ, 2016, №2, c. 26-31
  5. КОДЕНЦОВА В.М. ВИТАМИНЫ И МИНЕРАЛЫКАК ФАКТОР ПРЕДУПРЕЖДЕНИЯ ДЕФЕКТОВ РАЗВИТИЯ ПЛОДАИ ОСЛОЖНЕНИЙ БЕРЕМЕННОСТИ // МЕДИЦИНСКИЙ СОВЕТ, 2016, №9, c. 106-113
თქვენ უნდა შეხვიდეთ კომენტარზე