PIULATTE ®

დედის რძე საუკეთესო საკვებია თქვენი პატარასთვის ! ნუ გავიწყდებათ, რომ ძუძუთი კვებაზე უარის თქმა - არის დედისა თუ ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე ხშირი მიზეზი . თუმცა, სტატისტიკის თანახმად, დედების მხოლოდ 40 % კვებავს ძუძუთი თავის ჩვილს 6 თვემდე. ძუძუთი კვების ძირითადი პრობლემა არის დედის რძის ნაკლებობა (ჰიპოგალაქტია). ამ პრობლემას აწყდება მეძუძური დედების 57,8 %.

\r\n

ლაქტაციის გასაზრდელად (ანუ, დედის რძის მეტი გამომუშავებისთვის) სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენმხოლოდ უსაფრთხო საშუალებებს, რომელთა ეფექტი დადასტურებულია კლინიკური კვლევებით .

\r\n

ასეთ საშუალებას წარმოადგენს პიუ ლატე პლუსი .

\r\n

PİULATTE PLUS - ეს არის საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს სილიტიდილს (სილიბუმ მარიანუმს, ანუ რძის ნარშავს+ ფოსფატიდილსერინი ) და გალეგას (ანუ, თხის ბალახს).

\r\n

შეიცავს 2 ბუნებრივ გალაქტოგოგს (ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია მეძუძური დედის ლაქტაციის შენარჩუნება და გაზრდა) : სილიმარინი + გალეგა

\r\n

სილიმარინი (რძის ნარშავი) : აძლიერებს ლაქტაციას, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას, აქვს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება.

\r\n

გალეგა ოფიცინალის: ლაქტაციის გაძლიერებასთან ერთად ამცირებს შაქრის დონეს სისხლში.

\r\n

ჰუმანას პატენტი სილიტიდილი - Silitidil® ( ზრდის სილიმარინის ბიოშეღწევადობას ფიტოსომების ხარჯზე)

\r\n

 \"\"

\r\n

ფიტოსომები : მიწოდების ეფექტური სისტემა, რომელიც ზრდის სილიმარინის შეთვისებას 20-ჯერ.

\r\n

ფოსფოლიპიდები : არეგულირებენ „სტრესის ჰორმონის“ - კორტიზოლის დონეს (კორტიზოლის მაღალი დონე ამცირებს ლაქტაციას), და ასევე ხელს უწყობს გუნება - განწყობის გაუმჯობესებას.

\r\n

ეფექტურია მასტიტის პროფილაქტიკის თვალსაზრისით (სარძევე ჯირკვლების ანთება);

\r\n

შენიშვნა: მიიღეთ 1-2 პაკეტი დღეში ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 1 საათში (უმჯობესია მიიღოთ დღის მეორე ნახევარში ) . პაკეტის შიგთავსი გახსენით წყალში ან სხვა სითხეში (?) საშუალო ზომის  ჭიქაში.

\r\n

 

\r\n

Литература: ლიტერატურა :

\r\n

1.   Wilinska M. et al.; Galactogogues and breastfeeding: focus on new natural solution for hypogalactia. Nutrafoods 2015; DOI: 10.1007/s13749-015-0034-9.

\r\n

2.   Gozák R. et al.; Silybin and Silymarin – new and emerging applications in medicine. Curr Med Chem 2007; 14: 315-338.

\r\n

3.   Zuppa A.A. et al.; Safety and efficacy of galactogogues: substances that induce, maintain and increase breast milk production. J Pharm Pharmaceut Sci 2010; 13 (2): 162-174. 4

\r\n

4.   Singh A. et al.; Phytosome: drug delivery system for polyphenolic phytoconstituents. Iran J Pharm Sci 2011; 7 (4): 209-219.

\r\n

5.   Di Pierro F. et al.; Clinical efficacy, safety and tolerability of BIO-C® (micronized Silymarin) as a galactogogues. Acta Biomed 2008; 79: 205-210 ;

\r\n

6.   E Zecca, AA Zuppa, A D’Antuono, E Tiberi, L Giordano, T Pianini and C Romagnoli Efficacy of a galactogogue containing silymarin-phosphatidylserine and galega in mothers of preterm infants: a randomized controlled trial European Journal of Clinical Nutrition (2016), 1–4

მშობიარობის წინა მდგომარეობა

მაშ ასე, ღელვისა და შფოთვის 9 თვე დასასრულს უახლოვდება და მთელი ოჯახი მოუთმენლად ელის ბავშვის დაბადებას. მაგრამ ამ დროს, ძალიან ბევრ ორსულს, განსაკუთრებით მათ, ვისთვისაც ეს მშობიარობა პირველია, უჩნდება იმის შიში,  რომ დროულად ვერ ამოიცნობს მშობიარობის მოახლოვებას და დააგვიანებს სამშობიაოში მისვლას.ბევრს აქვსიმის შიში, რომ გამორჩებათ მშობიარობის დადგომის მომენტი.

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვი მალე მოევლინება სამყაროს?

რამდენიმე მნიშვნელოვანი სიმპტომი დაგეხმარებათ ამის გაგებაში:

  1. „მუცლის დაწევა“ . ეს იმიტომ ხდება, რომ ორსულობის დასასრულისკენ ნაყოფი ქვემოთ იწევს. ამ დროს მუცელიც იცვლის ფორმას და ის ბურთის ნაცვლად უფრო ემსგავსება მსხალს.ამასთან, ხელის მტევანი ადვილად ეტევა მკერდსა და მუცელს შორის. ქალს უფრო უადვილდება სუნთქვა, ქრება დაძაბულობა ნეკნებში. პირველი ბავშვის შემთხვევაში მუცლის დაწევა ხდება მშობიარობამდე 2 კვირით ადრე. მეორის შემთხვევაში კი - უფრო გვიან.
  2. „ქაჩვითი ტკივილი და დისკომფორტი მუცლისა და წელის ქვემოთ“. როგორც წესი, ქაჩვითი , ყრუ ტკივილები წარმოადგენს ძარღვების დაჭიმულობის , მუცლის დაწევისა და დგომის პოზის შეცვლის შედეგს.
  3. გახშირებული შარდვა და კუჭის მოქმედება. ჩვეულებრივ, გახშირებული შარდვაც მუცლის დაწევის შედეგია.რაც შეეხება გახშირებულ კუჭის მოქმედებას ,მას შესაძლოა იწვევდეს ჰორმონული ცვლილებები, რომლებიც ორსულობის გვიან პერიოდში ხდება და  ასტიმულირებს საშვილოსნოს რბილი ქსოვილების მოდუნებას. ასეთივე ეფექტი ვლინდება ნაწლავებზეც.
  4. დგომის პოზის ცვლილება. ამ პროცესის ძირითად მიზეზს წარმოადგენს საშვილოსნოს დაწევა. შედეგად ვიღებთ სიმძიმის ცენტრის შეცვლას. სიარული უფრო ემსგავსება იხვისას, ხოლო თვითონ მომავალი დედა იღებს უფრო „ამაყ“, „მედიდურ“ შესახედაობას მცირედად უკან გადაწეული თავით.
  5. სასქესო გზებიდან გამონადენის მცირედი ზრდა. საშოდან თხევადი გამონადენი შეიძლება იყოს  გაძლიერებული სეკრეციის ნიშანი, როცა ხდება ნაყოფის პლაცენტის ქვედა ნაწილის მცირედი აცლა საშვილოს კედლიდან. თუმცა, ზოგჯერ ეს ნიშანი აშინებს დედებს და აფიქრებინებს მათ სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრის საშიშროების შესახებ. თუ ასეთი ეჭვები გაწუხებთ, ჯობს კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან. არ უნდა ავურიოთ ეს გამონადენი  „ლორწოვანი საცობის „ აცლაში.  ლორწოვანი საცობი - ეს არის ნაყოფის ბუნებრივი დაცვა, რომელიც საიმედოდ იცავს საშვილოსნოს ყელს თითქმის მთელი ორსულობის მანძილზე. მშობიარობის მოახლოებისას, როცა  საშვილოსნოს ყელი თანდათან იხსნება, საცობი შეიძლება მოცილდეს. როგორც წესი, მას აქვს მომცრო სქელი ლორწოვანი მასის სახე, ხშირად არის უფერო, ან დაფარულია მცირედი სისხლის ძაფებით , რომლის მოცულობაა 2-3- მლ. ამ საცობის მოცლა ძირითადად ხდება მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე. თუ ეს უკვე მოხდა, ესე იგი თქევნი პატარა უკვე აღარაა დაცული ინფექციებისგან, და თქვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ ინტიმურ ჰიგიენას.
  6. წონის მცირედი კლება - ორსულის ორგანიზმში სითხის შეკავების და შეშუპების ერთ-ერთი მიზეზია პროგესტერონი, ჰორმონი, რომლესაც უდიდესი გავლენა აქვს ნაყოფის ჩამოყალიბებაზე მთელი ორსულობის მანძილზე. თუმცა, 37-ე კვირაზე ნაყოფის ჩამოყალიბება თითქმის მთავრდება და პროგესტერონის გამომუშავებაც საგრძნობლად მცირდება, რასაც თავის მხრივ მოყვება ზედმეტი წყლის თანდათანობითი გამოდევნაც. ამ დროს შეიძლება ქალმა დაიკლოს 2 კგ-მდე. ეს საკმაოდ ხშირი მოვლენაა, თუმცა არ გვხვდება 100 %-ით ყველა ორსულში.
  7. „სავარჯიშო ჭინთვები“-ს დაწყება.  ასეთი ჭინთვები იწყება მშობიარობამდე 2-3 კვირით ადრე. მიზეზი კი ისაა, რომ საშვილოსნოს კუნთები თანდათან ემზადება მშობიარობისთვის. იწვევს მუცლის არეში დაძაბულობის შეგრძნებას. ნამდვილი ჭინთვებისგან ისინი იმით განსხვავდება, რომ არა აქვთ რეგულარული ხასიათი, არის ნაკლებად მტკივნეული და არ ახასიათებთ თანაბარი ხანგრძლივობა. მდგომარეობის ან ფიზიკური აქტივობის ცვლილებას შეუძლია ასეთი ჭინთვების შემცირება ან სულაც გაქრობა .

 

მშობიარობის მოახლოების მთავარი ნიშანია სპაზმების სიხშირისა და ხანგრძლივობის თანდათანობითი ზრდა და რეგულარული ხასიათი. აუცილებელია ასეთი ჭინთვების რეგულარობის და ხანგრძლივობის დაფიქსირება. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, რომ მშობიარობა ნამდვილად იწყება და გარდა ამისა, მიაწოდოთ თქვენს ექიმს სასარგებლო ინფორმაცია მათი სიხშირის ზდრის შესახებ. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს!!!

 

რაც მთავარია, იყავით დარწმუნებული, რომ თქვენ ყველაფერი გამოგივათ და თქვენს ცხოვრებაში გაჩნდება ბავშვი, რომელსაც დიდი ხანია ელოდით.

თქვენ უნდა შეხვიდეთ კომენტარზე