PIULATTE ®

დედის რძე საუკეთესო საკვებია თქვენი პატარასთვის ! ნუ გავიწყდებათ, რომ ძუძუთი კვებაზე უარის თქმა - არის დედისა თუ ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე ხშირი მიზეზი . თუმცა, სტატისტიკის თანახმად, დედების მხოლოდ 40 % კვებავს ძუძუთი თავის ჩვილს 6 თვემდე. ძუძუთი კვების ძირითადი პრობლემა არის დედის რძის ნაკლებობა (ჰიპოგალაქტია). ამ პრობლემას აწყდება მეძუძური დედების 57,8 %.

\r\n

ლაქტაციის გასაზრდელად (ანუ, დედის რძის მეტი გამომუშავებისთვის) სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენმხოლოდ უსაფრთხო საშუალებებს, რომელთა ეფექტი დადასტურებულია კლინიკური კვლევებით .

\r\n

ასეთ საშუალებას წარმოადგენს პიუ ლატე პლუსი .

\r\n

PİULATTE PLUS - ეს არის საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს სილიტიდილს (სილიბუმ მარიანუმს, ანუ რძის ნარშავს+ ფოსფატიდილსერინი ) და გალეგას (ანუ, თხის ბალახს).

\r\n

შეიცავს 2 ბუნებრივ გალაქტოგოგს (ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია მეძუძური დედის ლაქტაციის შენარჩუნება და გაზრდა) : სილიმარინი + გალეგა

\r\n

სილიმარინი (რძის ნარშავი) : აძლიერებს ლაქტაციას, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას, აქვს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება.

\r\n

გალეგა ოფიცინალის: ლაქტაციის გაძლიერებასთან ერთად ამცირებს შაქრის დონეს სისხლში.

\r\n

ჰუმანას პატენტი სილიტიდილი - Silitidil® ( ზრდის სილიმარინის ბიოშეღწევადობას ფიტოსომების ხარჯზე)

\r\n

 \"\"

\r\n

ფიტოსომები : მიწოდების ეფექტური სისტემა, რომელიც ზრდის სილიმარინის შეთვისებას 20-ჯერ.

\r\n

ფოსფოლიპიდები : არეგულირებენ „სტრესის ჰორმონის“ - კორტიზოლის დონეს (კორტიზოლის მაღალი დონე ამცირებს ლაქტაციას), და ასევე ხელს უწყობს გუნება - განწყობის გაუმჯობესებას.

\r\n

ეფექტურია მასტიტის პროფილაქტიკის თვალსაზრისით (სარძევე ჯირკვლების ანთება);

\r\n

შენიშვნა: მიიღეთ 1-2 პაკეტი დღეში ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 1 საათში (უმჯობესია მიიღოთ დღის მეორე ნახევარში ) . პაკეტის შიგთავსი გახსენით წყალში ან სხვა სითხეში (?) საშუალო ზომის  ჭიქაში.

\r\n

 

\r\n

Литература: ლიტერატურა :

\r\n

1.   Wilinska M. et al.; Galactogogues and breastfeeding: focus on new natural solution for hypogalactia. Nutrafoods 2015; DOI: 10.1007/s13749-015-0034-9.

\r\n

2.   Gozák R. et al.; Silybin and Silymarin – new and emerging applications in medicine. Curr Med Chem 2007; 14: 315-338.

\r\n

3.   Zuppa A.A. et al.; Safety and efficacy of galactogogues: substances that induce, maintain and increase breast milk production. J Pharm Pharmaceut Sci 2010; 13 (2): 162-174. 4

\r\n

4.   Singh A. et al.; Phytosome: drug delivery system for polyphenolic phytoconstituents. Iran J Pharm Sci 2011; 7 (4): 209-219.

\r\n

5.   Di Pierro F. et al.; Clinical efficacy, safety and tolerability of BIO-C® (micronized Silymarin) as a galactogogues. Acta Biomed 2008; 79: 205-210 ;

\r\n

6.   E Zecca, AA Zuppa, A D’Antuono, E Tiberi, L Giordano, T Pianini and C Romagnoli Efficacy of a galactogogue containing silymarin-phosphatidylserine and galega in mothers of preterm infants: a randomized controlled trial European Journal of Clinical Nutrition (2016), 1–4

მივცეთ თუ არა ჩვენს პატარას გამოწველილი რძე ?

ყველა საკვებს შორის, დედის რძე ყველაზე საუკეთესო საკვებია ახალშობილისთვის. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია,  დედამ იზრუნოს იმაზე, რომ ლაქტაცია იყოს რეგულარული, ხოლო რძის ოდენობა - საკმარისი. დღესდღეობით, ძალიან ბევრი დედა აჭმევს ბავშვს თავის რძეს პრინციპით „მოთხოვნილებისამებრ“, ანუ თავისუფალი რეჟიმით. ასეთი პრინციპის დაცვისას დედის რძე იმდენი გამომუშავდება, რამდენიც მის პატარას ჭირდება.

საჭიროა თუ არა რძის გამოწველა ?

ადრე ზოგი პედიატრი დედებს აძლევდა რეკომენდაციას, რომ   რძე გამოეწველა ყოველი კვების შემდეგ. თუმცა, ასეთი რეჟიმი ძალიან დამღლელია, დედას პრაქტიკულად არ რჩება დრო დასვენებისა და სხვა საქმეებისთვის, რაც აძლიერებს მის სტრესს და უარყოფითად მოქმედებს როგორც ლაქტაციაზე, ასევე მის სურვილზე, გააგრძელოს ძუძუთი კვება. ამჟამად ითვლება, რომ გამოწველა აუცილებელი შეიძლება იყოს პირველ ეტაპზე, როცა ხდება ლაქტაციის პროცესის ჩამოყალიბება და დედის ორგანიზმის ადაპტაცია ბავშვის მოთხოვნილებებისადმი. ამ პროცესის დასასრულს ხდება რძის საჭირო ოდენობის გამომუშავება და  „ზედმეტი“ რძე უკვე აღარ არსებობს.

ზოგჯერ დედა აწყდება ისეთ პრობლემას, როგორიცაა ლაქტოსტაზი - ანუ, რძის შეგუბება მკერდის სხვადასხვა ნაწილში.ამ დროს მას უჩნდება  მკერდში სიმაგრის , ან სხვა არასასიამოვნო შეგრძნებები. ყველაზე ხშირად ამის მიზეზია ის, რომ მოხდა ე.წ. „რძის მოწოლა“, როდესაც ძალიან ივსება მკერდი და ბავშვს უჭირს ძუძუზე მოჭიდება. ან, ხდება ისეც, რომ შესქელებულმა რძემ სარძევე სადინარები დააცო  და ბავშვს ძალიან გაუჭირდა გამოწოვა. ასეთ შემთხვევებში, ჯობს დედამ გამოიწველოს რძე ,სანამ არ იგრძნობს შემსუბუქებას, ხოლო ამის შემდეგ შესთავაზოს ახალშობილს ძუძუ.თუ მკერდში ჯერ კიდევ აღინიშნება სიმაგრეები, აუცილებელია რძის გამოწველა მანამ, სანამ ის არ გახდება მთლიანად რბილი.

მკაფიოდ გამოხატული ლაქტოსტაზის დროს მიმართავენ ე.წ. „სამკურნალო-პროფილაქტიკურ გამოწველას“, რომელიც  უნდა მოხდეს არა უმეტეს 1-3-ჯერ დღეში. არ უნდა დაგავიწდეთ, რომ თუ რძეს გამოიწველით ბავშვის ყოველი კვების შემდეგ, ეს გამოიწვევს რძის გამომუშავების გაძლიერებას ლაქტოსტაზის ფონზე. ასეთ შემთხვევაში, მუდმივმა გამოწველამ შეიძლება მოგვცეს უკუეფექტი: რძის დამატებითი ნაკადი მხოლოდ გაართულებს სიტუაციას და გაზრდის განმეორებითი ლაქტოსტაზის რისკს.

გამოწველის რომელი მეთოდი ავირჩიოთ?

თუ გამაგრებულია სარძევე ჯირკვლის მხოლოდ ნაწილი, მაშინ ყველაზე ეფექტურად ითვლება ხელით გამოწველა, რამდენადაც ის  საშუალებას აძლევს დედას , გამოიწველოს მხოლოდ ის მტკივნეული ნაწილი , რომელიც ადვილად შეიგრძნობა ხელით. ხოლო თუ შეიმჩნევა მთელი სარძევე ჯირკვლის გამაგრება, მაშინ უკეთესი და უფრო ეფექტურია ორივე მეთოდით გამოწველა : როგორც ხელით, ასევე სპეციალური რძის საწველით, რომლის მეშვეობითაც ხდება რძის გამოტანა ყველაზე დამზოგავი მეთოდით.

თუმცა, ზოგ შემთხვევაში არის ისეთი სიტუაციები, როცა ამა თუ იმმიზეზით, რძის გამოწველაძუთი კვების შენარუნების ერთადერთი გზაა.

პირველ რიგში, ასეთ გარემოებად ითვლება დღენაკლი და მცირეწონიანი ახალშობილების კვება, რომლებიც არასაკმარისად არიან მომწიფებული, უირთ დამოუკიდებლად რძის საკმარისი ოდენობის გამოწოვადა საირო ხდება მათი კვება სპეციალური ხელსაწყოებით, რომელშიც მოთავსებულია გამოწველილი რძე.მაგალითად, ჯანმო (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია) იძლევა რეკომენდაციას, რომ ძალიან დაბალი წონით დაბადებულ ბავშვებს მიეცეთ  უპირატესად გამოწველილი რძე , პროპორციით 10 მლ/კგ-ზე.

ზოგჯერ ბავშვი იბადება სხვადასხვა დეფექტით ან დაავადებით, რომლებიც დროებით ხელს უშლიან მას, რომ რძე კარგად გამოწოვონ. სხვა შემთხვევაში, ხელისშემშლელი ფაქტორები შეიძლება გახდეს უშუალოდ ძუძუთი კვების პროცესში : ბრტყელი ან ჩაბრუნებული ძუძუს თავები, მათი მომეტებული ტკივილი კვების პროცესში,  ნახეთქების არსებობა; ასევე ახალშობილის სუსტი წოვის რეფლექსი, ტყუპების კვება და სხვა.

სპეციალისტები თვლიან, რომ ძუძუთი კვების დროებითი უკუჩვენების დროს, რის გამოწველა კვებების რიტმში, ხელს უწყობს ლაქტაციის არა მარტო შენარჩუნებას, არამედ გაზრდასაც კი. ამისათვის ისინი იძლევიან რეკომენდაციას, რომ გამოწველა მოხდეს 6-8-ჯერ დღე-ღამეში (მათ შორის ღამის საათებშიც), 10-15 წთ თითო სარძევე ჯირკვლიდან, ან ისეთი სიხშირით, როგორსაც მოითხოვს გარემოებები. ცხადია, ეს არც თუ ისე ადვილია, თუმცა დედა მზად უნდა იყოს სხვადასხვა სირთულეებისთვის, რათა შეუნარჩუნოს მის პატარას ბინებრივი კვება.

ბოლო დროს სულ უფრო მეტად უწევენ რეკომენდაციას ე.წ. „დედის რძის ბანკის „ შექმნას - ეს არის ქალის რძე გაყინულ მდგომარეობაში, რომელიც საშუალებას აძლევს დედას, ცოტა ხნით გავიდეს სახლიდან და თუნდაც, დაიწყოს მუშაობა ისე, რომ ამას არ შეეწიროს ძუძუთი კვება.

ცხადია, იბადება კითხვა , იქნება თუ არა ასეთი რძე სასარგებლო და უსაფრთხო ბავშვისთვის? უცხოელი მეცნიერების გამოკვლევებით, ქალის რძის გაციება და გაყინვა პრაქტიკულად არ ცვლის მასში შემავალ ნუტრიენტებს (ცხიმებს, ცილებსა და ნახშირწყლებს). გაყინვამ ასევე არ აჩვენა უარყოფითი ეფექტი ისეთ მიკრონუტრიენტებზე, როგორებიცაა თუთია, ფოსფორი, მაგნიუმი, ბიოტინი, ნიაცინი, ფოლის მჟავა, და არც დედის რძის თავდაცვით ფაქტორზე : იმუნოგლობულინზე (sIgA),ლიზოციმზე, ლაქტოფერინზე და სხვა. ცნობილია, რომ დაბალი ტემპერატურა არ ცვლის მნიშვნელოვანი ფერმენტის, ლიპაზის აქტივობას, რომელიც აუცილებელია რძის ცხიმის დასაშლელად (მაშინ როცა,  პასტერიზაციის დროს მისი აქტივობა ეცემა 50 %-ით). დადასტურებულია აგრეთვე, რომ ტემპერატურული რეჟიმი არ ახდენს გავლენას ოლიგოსაქარიდებზე, დედის რძის პრებიოტიკებზე. დედის რძეს აქვს ბევრი ისეთი თვისება, რომლებიც იცავენ მას ბაქტერიული დაბინძურებისგან, რაც იძლევა საშუალებას, ის უფრო დიდხანს შევინახოთ, ვიდრე ადრე იყო მიჩნეული.

         უსაფრთხოდ ითვლება გამოწველილი რძის შენახვა

  • ოთახის ტემპერატურაზე (23–25°C) 4-6 საათის განმავლობაში;
  • მაცივარში ( 4–10°C) 24 საათის განმავლობაში

ამ ვადის გასვლის შემდეგ რძე ან უნდა გაიყინოს, ან უნდა გადაიღვაროს.

    მაშ ასე, არა აქვს მნიშვნელობა, როგორ რძეს მისცემთ თქვენს პატარას, ეხლახანს გამოწველილს თუ გაყინულს, რადგან თავისი ბიოლოგიური და კვებითი ღირებულებებით ის მაინც აღემატება ხელოვნურ საკვებს.შემდეგ სტატიაში ჩვენ მოგითხრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა შექმნათ  საკუთარი „რძის ბანკი“, რომელიც იდეალური იქნება თქვენი ბავშვისთვის.

გამოწველილი რით კვების საინტერესო ფაქტები

  • გამოწველილი რძით კვების აუცილებლობის ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ შემთხვევას წარმოადგენს ისეთი, როცა ბავშვი იბადება კბილებით. თუ ახალშობილს უკვე აქვს ერთი ან რამდენიმე კბილი, ისინი წოვის დროს აყენებენ ტრამვას დედის მკერდს.ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მოიშველიოთ რძის გამოსაწველი ხელსაწყო და ბავშვს მისცეთ გამოწველილი რძე. ხოლო მოგვიანებით უნდა გადაწყვიტოთ, ამოუღოთ თუ არა კბილი(ები) ახალშობილს.
  • საინტერესო ფაქტია დაკავშირებული ბავშვებთან, რომლებიც თავიდან კარგად იწყებენ  წოვას, თუმცა მე-2, მე-3 თვიდან ეწყებათ „ძუძუს შიში“, მათი მიმიკა მიუთითებს რაღაც ზიზღზე ძუძუს წოვების პროცესისადმი. თუ ამ დროს ბავშვი უარს ამბობს გამოწველილ რძეზეც, მაშინ პირველ რიგში უნდა გავიგოთ, ხომ არ დაიწყო დედამ რამე მწარე წამლის მიღება, ან ხომ არ მიირთმევს ხახვს, ნიორს და სხვა ისეთ პროდუქტს, რაც აძლევს რძეს ბავშვისთვის უცნაურ გემოს.

 

  • ზოგ შემთხვევაში, ბავშვი, რომელიც უარს ამბობს ძუძუთი კვებაზე, სიამოვნებით მიირთმევს გამოწველილ რძეს ბოთლიდან. ასეთ ბავშვებს შეცდომით მიიჩნევენ „ზარმაცებად“, თუმცა ეს ასე არ არის. უბრალოდ, პატარას არა აქვს ჩვეულებრივი წოვის რეფლექსი და ის მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ღიზიანდება პირის ღრუს უფრო ღრმა ნაწილი და არა მხოლოდ ტუჩები და ენის წვერი, როგორც ეს ხდება ნორმის ფარგლებში. ასეთ შემთხვევებში ბავშვს უნდა მივცეთ გამოწველილი რძე კოვზით ან ბოთლით , თუმცა ამავე დროს, მუდამ უნდა შევთავაზოთ მას ძუძუ.

 

Литература

  1. ЛукояноваО.Л. Сцеженное материнское молоко: за и против. ВОПРОСЫ СОВРЕМЕННОЙ ПЕДИАТРИИ, 2010, Том 9, № 2, с 70-73
  2. Котлуков В.К., Кузьменко Л.Г., Поляков М.В., Антипова Н.В.Практические аспекты вскармливания младенцев сцеженным грудным молоком. ПЕДИАТРИЯ, 2010, Том 89, № 5, с
  3.  Лукоянова О.Л., Боровик Т.Э., Беляева И.А., Маянский Н.А., Катосова Л.К., Калакуцкая А.Н., Зубкова И.В., Мельничук О.С. Влияние замораживания и длительности хранения сцеженного грудного молока на его пищевую, биологическую ценность и микробиологическую безопасность. ВОПРОСЫ СОВРЕМЕННОЙ ПЕДИАТРИИ, 2011, Том 10, № 1, с 28-33
  4. WHO. Guidelines on optimal feeding of low birth-weight infants in low- and middle-income countries. Geneva, World Health Organization; 2011 (http://www.who.int/maternal_child_adolescent/documents/infant_feeding_low_bw/en/).
  5. Karp S. M., Howe-Heyman A., Dietrich M. S., Lutenbacher M. Breastfeeding initiation in the context of a home intervention to promote better birth outcomes. Breastfeed. Med. 2013; 8 (4): 381–387.
  6. Julie Watson, William McGuire.  Responsive versus scheduled feeding for preterm infants. Cochrane Systematic Review - Intervention Version published: 31 August 2016 

 

თქვენ უნდა შეხვიდეთ კომენტარზე