PIULATTE ®

დედის რძე საუკეთესო საკვებია თქვენი პატარასთვის ! ნუ გავიწყდებათ, რომ ძუძუთი კვებაზე უარის თქმა - არის დედისა თუ ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე ხშირი მიზეზი . თუმცა, სტატისტიკის თანახმად, დედების მხოლოდ 40 % კვებავს ძუძუთი თავის ჩვილს 6 თვემდე. ძუძუთი კვების ძირითადი პრობლემა არის დედის რძის ნაკლებობა (ჰიპოგალაქტია). ამ პრობლემას აწყდება მეძუძური დედების 57,8 %.

\r\n

ლაქტაციის გასაზრდელად (ანუ, დედის რძის მეტი გამომუშავებისთვის) სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენმხოლოდ უსაფრთხო საშუალებებს, რომელთა ეფექტი დადასტურებულია კლინიკური კვლევებით .

\r\n

ასეთ საშუალებას წარმოადგენს პიუ ლატე პლუსი .

\r\n

PİULATTE PLUS - ეს არის საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს სილიტიდილს (სილიბუმ მარიანუმს, ანუ რძის ნარშავს+ ფოსფატიდილსერინი ) და გალეგას (ანუ, თხის ბალახს).

\r\n

შეიცავს 2 ბუნებრივ გალაქტოგოგს (ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია მეძუძური დედის ლაქტაციის შენარჩუნება და გაზრდა) : სილიმარინი + გალეგა

\r\n

სილიმარინი (რძის ნარშავი) : აძლიერებს ლაქტაციას, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას, აქვს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება.

\r\n

გალეგა ოფიცინალის: ლაქტაციის გაძლიერებასთან ერთად ამცირებს შაქრის დონეს სისხლში.

\r\n

ჰუმანას პატენტი სილიტიდილი - Silitidil® ( ზრდის სილიმარინის ბიოშეღწევადობას ფიტოსომების ხარჯზე)

\r\n

 \"\"

\r\n

ფიტოსომები : მიწოდების ეფექტური სისტემა, რომელიც ზრდის სილიმარინის შეთვისებას 20-ჯერ.

\r\n

ფოსფოლიპიდები : არეგულირებენ „სტრესის ჰორმონის“ - კორტიზოლის დონეს (კორტიზოლის მაღალი დონე ამცირებს ლაქტაციას), და ასევე ხელს უწყობს გუნება - განწყობის გაუმჯობესებას.

\r\n

ეფექტურია მასტიტის პროფილაქტიკის თვალსაზრისით (სარძევე ჯირკვლების ანთება);

\r\n

შენიშვნა: მიიღეთ 1-2 პაკეტი დღეში ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 1 საათში (უმჯობესია მიიღოთ დღის მეორე ნახევარში ) . პაკეტის შიგთავსი გახსენით წყალში ან სხვა სითხეში (?) საშუალო ზომის  ჭიქაში.

\r\n

 

\r\n

Литература: ლიტერატურა :

\r\n

1.   Wilinska M. et al.; Galactogogues and breastfeeding: focus on new natural solution for hypogalactia. Nutrafoods 2015; DOI: 10.1007/s13749-015-0034-9.

\r\n

2.   Gozák R. et al.; Silybin and Silymarin – new and emerging applications in medicine. Curr Med Chem 2007; 14: 315-338.

\r\n

3.   Zuppa A.A. et al.; Safety and efficacy of galactogogues: substances that induce, maintain and increase breast milk production. J Pharm Pharmaceut Sci 2010; 13 (2): 162-174. 4

\r\n

4.   Singh A. et al.; Phytosome: drug delivery system for polyphenolic phytoconstituents. Iran J Pharm Sci 2011; 7 (4): 209-219.

\r\n

5.   Di Pierro F. et al.; Clinical efficacy, safety and tolerability of BIO-C® (micronized Silymarin) as a galactogogues. Acta Biomed 2008; 79: 205-210 ;

\r\n

6.   E Zecca, AA Zuppa, A D’Antuono, E Tiberi, L Giordano, T Pianini and C Romagnoli Efficacy of a galactogogue containing silymarin-phosphatidylserine and galega in mothers of preterm infants: a randomized controlled trial European Journal of Clinical Nutrition (2016), 1–4

ბავშვთა კვების ნუტრიენტები

ყველა მშობელს უნდა, რომ მათი შვილები გაიზარდონ ჯანმრთელები, ჭკვიანები და ჰარმონიაში მყოფები ბუნებასთან და თავის თავთან. ყველა დედას და მამას , რომლებიც ოცნებობენ რომ გაზარდონ აქტიური, ძლიერი შვილი ძლიერი იმუნიტეტითა და სწორი კვებითი ჩვევებით, უნდა ესმოდეთ, რომ ამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა - ეს არის მისთვის დრული და საჭირო ოდენობის საკვები ნივთიერებების მიწოდება. სრულფასოვანი და დაბალანსებული კვება უზრუნველყოფს ორგანიზმის  ნორმალური ცხოველქმედებისთვის  ყველა საჭირო  ნუტრიენტის მიწოდებას (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები, მაკრო- და მიკროელემენტები). ამავე დროს,  ჩვილის მზარდი ორგანიზმის მოთხოვნილებები საკმაოდ განსხვავდება ზრდასრული ადამიანის მოთხოვნილებებისგან ამ ნუტრიენტებზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პატარა ბავშვის მენიუც კი განსაკუთრებული უნდა იყოს - არც უკვე ახალშობილის მენიუს მსგავსი, მაგრამ არც ჯერ კიდევ ზრდასრული ადამიანის. პატარას მენიუს შედგენისას გახსოვდეთ, რომ კვებითი ჩვევები და უპირატესობები მას მთელი ცხოვრების განმავლობაში შეუნარჩუნდება!

ბავშვის ცხოვრებაში არსებობს მინიმუმ ორი მნიშვნელოვანი გარდამავალი პერიოდი , რომლებიც უკავშირდება განსაკუთრებულ მიდგომებს ბავშვის რაციონისადმი. პირველი ასეთი გარდატეხა დგება 6-9 თვის ასაკში, როცა ბავშვი თანდათან იწყებს დამატებითი საკვების მიღებას. და მეორე მოდის 1-დან 3 წლამდე პერიოდზე, როცა ბავშვის ორგანიზმი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის მზად ზრდასრული ადამიანის საკვების მისაღებად, თუმცა მისი მზარდი ორგანიზმი საჭიროებს კარგად დაბალანსებულ და სრულფასოვან კვებას.        

საინტერესოა, რომ კვების სრულფასოვნება განისაზღვრება არა მხოლოდ მაკრონუტრიენტების (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები) თანაფარდობით საკვებ პროდუქტებში, რამდენადაც მათში მიკრონუტრიენტების შემცველობით - პირველ როგში, ვიტამინების, მაკრო- და მიკროელემენტების, რაც ხაზს უსვამს მათ განსაკუთრებულ როლს ორგანიზმისთვის.

და მაინც რა არის „მიკრონუტრიენტები“?

მიკრონუტრიენტები - ეს არის საკვები ნივთიერებები, რომლებიც არსებობს საკვებში ძალიან მცირე ოდენობით - მილიგრამობით და მიკროგრამობით. მიუხედავად ამისა, ისინი თამაშობენ მნიშვნელოვან როლს ყველა ბიოქიმიურ პროცესში. მათი ნაკლებობა იწვევს კატასტროფულ შედეგებს ბავშვის ორგანიზმში.სტატისტიკის თანახმად, მიკრონუტრიენტული უკმარისობის რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან 3 წლამდე ბავშვები, სკოლამდელი ასაკის ბავშვები (5-7 წლის ასაკში), და ასევე 11-15 წლის მოზარდები. რისკის განსაკუთრებულ ჯგუფს მიეკუთვნებიან აგრეთვე ხშირად მოავადე ბავშვებიც.

დედის რძე-მიკრონუტრიენტების იდეალური წყაროა ჩვილებისთვის პირველი 6 თვის განმავლობაში. დედის რძის შემადგენლობაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს დედის კვება. 6 თვის შემდეგ, როცა ჩვენ ვიწყებთ ჩვილისთვის დამატებითი საკვების მიცემას, მისი შემადგენლობა იწყებს ორგანიზმის  ნუტრიენტებით უზრუნველყოფის ფუნდამენტური (მთავარი) როლის შესრულებას.

გარდამავალ პერიოდში დიდ მნიშვნელობას იძენს საკვებთან ერთად შეუცვლელი (ე.წ. ესენციური) მიკრონუტრიენტების მიწოდება, რომელიც არ სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში. ასეთებს მიეკუთვნება ვიტამინები და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები (LCPUFA).

ვიტამინები - ეს არის კვების შეუცვლელი კომპონენტები, რომლებიც არ სინთეზირდებიან ადამიანის ორგანიზმში ან სინთეზირდებიან არასაკმარისი ოდენობით, ამიტომ აუცილებელია მათი მოხვედრა საკვებიდან. ამჯერად მათ მიაკუთვნებენ 13 შენაერთს : ცხიმში ხსნადი ვიტამინები  : А, Е, D, К  და წყალში ხსნადი ვიტამინები С, В1, В2, В6, В12, ფოლის მჟავა, ნიკოტინის, პანთოტენის მჟავები და ბიოტინი. ორგანიზმში პრაქტიკულად არ არსებობს პროცესები, რომლებშიც არ მონაწილეობენ ვიტამინები, ამიტომ მათმა დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს ბევრი შინაგანი ორგანოს ფუნქციონირების მოშლა, რაც განსაკუთრებით საშიშია ჩვილის სუსტი ორგანიზმისთვის. ვიტამინები აუცილებელია ზრდის პროცესისთვის, ნორმალური სისხლწარმოქმნის ხელშეწყობისთვის, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემების ნორმალური მუშაობისთვის, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისთვის, რომლებიც წარმოქმნიან სახვადასხვა სახის ჰორმონებს, და მხედველობის შესანარჩუნებლად.ასევე, ისინი ასრულებენ განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს იმუნურ პროცესებში და ინფექციებისადმი, ტოქსინების, რადიოქტიური გამოსხივებისა და სხვა არასახარბიელო ფაქტორებისადმი მდგრადობაში.

სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან ნუტრიენტებს მიეკუთვნება პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომელთა შესახებ ბოლო დროს ბევრს წერენ, ეს არის  ω-3 და ω-6. ისინი არსებობს მცენარეულ ცხიმებში, თევზში, ზღვის პროდუქტებში, თხილეულში და სხვა პროდუქტში. ეს ცხიმოვანი მჟავები დიდ როლს თამაშობენ მთელი ორგანიზმის ფუნქციების რეგულაციაში, განსაკუთრებით კი აღსანიშნავია მათი როლი ცენტრალური ნერვული სისტემის ჩამოყაიბებასა და კოგნიტიური ფუნქციების განვითარებაში (მხედველობა, მეხსიეება, მეტყველება და სხვ), ნაყოფის და ჩვილის მხედველობის ფუნქციის ჩამოყალიბებაში. ცნობილია, რომ ადამიანის ტვინის 60 % შედგება ტვინისგან. ამასთან, არანაკლებ 30 %-ისა მოდის სწორედ გრძელჟაჭვიან პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებზე.

LCPUFA-ს დაგროვება ქსოვილებში (ძირითადად თავის ტვინში) ხდება მთელი ორსულობის განმავლობაში (თუმცა, უფრო ინტენსიურად პირველ ტრიმესტრში), და ასევე ბავშვის სიცოცხლის პირველი 1,5 წლის მანძილზე. დაბადების შემდეგ ჩვილი ამ ცხიმოვან მჟავებს იღებს დედის რძიდან. რამდენადაც ისინი ორგანიზმში ხვდება მხოლოდ გარედან, მათმა დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული გადახრები ფიზიკურ და ნეირო-ფსიქოლოგიურ განვითარებაში სიცოცხლის 1 წლის განმავლობაში.
ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის მიკრო- და მაკრო ელემენტების შესახებ. რატომ არის ისინი ასე აუცილებელი ?

მიკრო- და მაკროელემენტები ორგანიზმში ასრულებენ უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს. დადგენილია, რომ 32 ელემენტი არის მნიშვნელოვანი, საიდანაც განსაკუთრებით გამოვყოფდით შემდეგს:

კალციუმი - მთავარი კომპონენტი ძვლებისა და კბილებისთვის, რომელიც არეგულირებს კუნთების შეკუმშვასა და მოდუნებას; ფოსფორი წარმოადგენს ძვლის მატრიცის ჩაშენებულ ნაწილს კალციუმის ფოსფატის სახით, შედის უჯრედების კედლების და ნერვული დაბოლოებების შემადგენლობაში; მარგანეცი - ასევე აუცილებელია ძვლების სტრუქტურის შესანარჩუნებლად. რკინა - წარმოადგენს რა ჰემოგლობინის და სისხლის წითელი უჯრედების შემადგენელ ნაწილს, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ჟანგბადის ტრანსპორტირებაში, ხელს უწყობს ინფექციებისგან დაცვის ფაქტორების მუშაობას. სპილენძი - მონაწილეობს რკინის მობილიზაციაში, არეგულირებს ნერვული სისტემის მუშაობას. სპილენძი, რკინა, მაგნიუმი და სელენი წარმოადგენენ 300-ზე მეტი ფერმენტის აქტივატორებს (კოფაქტორებს) . მაგნიუმი - არის ორგანიზმის ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური პროცესების უნივერსალური რეგულატორი და მძლავრი ანტისტრესული ფაქტორი. ზოგიერთი ელემენტი შედის ჰორმონების შემადგენლობაში . მაგალითად, იოდი შედის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემადგენლობაში. ის ასრულებს ძირითად როლს კოგნიტიური ფუნქციების განვითარებასა და შენარჩუნებაში.ამავე დროს, ჯანმოს (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის) მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 30 % იმყოფება იოდდეფიციტური დაავადებების განვითარების რისკის ქვეშ. სელენი შედის ბევრი ჰორმონისა თუ ფერმენტის შემადგენლობაში, წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს, იღებს უშუალო მონაწილეობას იმუნური სიტემის მოქმედებაში. თუთია- არის ადაპტოგენი , მასაც აქვს ანტიოქსიდანტური თვისება, მნიშვნელოვანია იმუნიტეტისთვის,მობილიზაციას უკეთებს ვიტამინ A-ს ღვიძლიდან, ხელს უწყობს ერითროციტების წარმოქმნას სისხლში. ქრომი მონაწილეობას იღებს ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ინსულინის სინთეზში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მიკრონუტრიენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ანტიოქსიდანტურ დაცვას. მათ უწოდებენ „ანტიოქსიდანტ-მიკრონუტრიენტებს“ და ისინი წინააღმდეგობას უწევენ თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც აზიანებენ ქსოვილებსა და უჯრედებს. ასეთი მიკრონუტრიენტებიდან ყველაზე მეტად აღსანიშნავია ვიტამინები A, C, E  და სელენი.

ვიტამინები, მინერალები და სხვა ნუტრიენტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვისა და მოზარდის ორგანიზმისთვის, რაც უკავშირდება ბავშვის ინტენსიურ ზრდას და მისი  ნივთიერებათა ცვლის განსაკუთრებულ პროცესებს. მიკრონუტრიენტების არასაკმარისი მოხმარება ამცირებს იმუნური სისტემის აქტივობას, ზრდის რესპირატორული და კუჭ-ნაწლავის დაავადებათა სიხშირეს, მნიშვნელოვნად ამცირებს მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას სკოლაში. კალციუმის მცირე მოხმარება, განსაკუთრებით D , C და B ჯგუფის ვიტამინების დეფიტის ფონზე, რომლებიც აუცილებელია მისი შეთვისებისთვის, ზრდის რაქიტის განვითარების რისკს, აფერხებს მოზრდობის ასაკში ოპტიმალური წონისა და ხერხემლის სიმკვრივის მიღწევის პროცესს. იოდის დეფიციტი ხდება სიმაღლეში ზრდისა და ფსიქომოტორული განვითარების შეფერხების მიზეზი, ასევე იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს. რკინის დეფიციტი ხდება  ანემიის (სისხნაკლებობის) ფარული თუ აშკარა ფორმების განვითარების მიზეზი.

ყველა საკვები პროდუქტი შეიცავს ამა თუ იმ ნუტრიენტს. ღვიძლი, თირკმელები, მსხვილფეხა საქონლის ხორცი, ფრინველის გულმკერდი, სოკო, ზღვის პროდუქტები, კვერცხი შესაძლოა იყოს A ვიტამინის, სელენის და თუთიის წყარო. A ვიტამინის წინამორბედით, ბეტა-კაროტინით მდიდარია ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი და მუქი მწვანე ბოსტნეული და ხილი (სტაფილო, ატამი,გარგარი,ისპანახი,ბროკოლი, გოგრა,პომიდორი). C ვიტამინის წყაროს წარმოადგენს ისეთი პროდუქტები როგორებიცაა წითელი და მწვანე ტკბილი წიწაკა, კივი, ფორთოხალი, გრეიფრუტი, მარწყვი, წითელი და შავი მოცხარი, ველური მარწყვი და ზოგიერთი სხვა ხილი და ბოსტნეული.

ამიტომ, ბავშვის რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს  ხორცი ( B ჯგუფის ვიტამინების , კალციუმის. თუთიის წყარო). რძე და რძის პროდუქტები (D ვიტამინის, კალციუმისა და ფოსფორის წყარო), თევზი და ზღვის პროდუქტები  1-2-ჯერ კვირაში (A,E, D ვიტამინების, იოდის, თუთიის, სელენის, ომეგა 3 და ომეგა 6- ცხიმოვანი მჟავების წყარო), კარაქი (A,E და D ვიტამინები).

მაშ ასე, თქვენ უკვე გაქვთ წარმოდგენა, თუ რომელი ნუტრიენტებია აუცილებელი მოზარდი ბავშვისთვის, და რომელ პროდუქტებში რა ნუტრიენტები შედის. ასევე, გაქვთ ინფორმაცია იმაზე, თუ რა ფუნქციებს ასრულებენ ესა თუ ის საკვები ნივთიერებები, ვიტამინები და მინერალები. ეს ცოდნა თქვენ დაგეხმარებათ ჭკვიანურად შეადგინოთ თქვენი ბავშვის მენიუ.


კვებეთ თქვენი პატარა სწორად !

საინტერესო ფაქტები ნუტრიენტებისთვის

  • ერთი საშუალო ზომის კივი ან ფორთოხალი შეიცავს პრქატიკულად C ვიტამინის დღიურ ნორმას მოზრდილი ადამიანისთვის, ხოლო ახალი წითელი წიწაკის 100 გ-ში ის საერთოდაც ორჯერ მეტია !
  • ადრე ითვლებოდა, რომ ბ12 ვიტამინის დეფიციტი წარმოიქმნება მხოლოდ მკაცრ ვეგეტარიანელებში, თუმცა ბოლო წლების დაკვირვებებმა აჩვენა, რომ იმ პირებში, რომლებიც მოიხმარენ მხოლოდ ბოსტნეულს ან ცოტა ხორცსაც და ასევე, ლაქტოვეგეტარიენელბში აგრეთვე შესაძლებელია ამ ვიტამინის დეფიციტის განვითარება.
  • გრძელჯაჭვიანი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების (LCPUFA : ეიკოზაპენტაენოის  მჟავა &  DHA- დოკოზაჰექსაენოის მჟავა) სინთეზირება შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ წყალმცენარეებში, რომლებიც იზრდება ცივ წყალში.
  • დედის რძე შეიცავს LCPUFA-ს მთელ სპექტრს: ლინოლის, ლინოლენის მჟავებს, და მათ გრძელჯაჭვიან წარმონაქმნებს : არაქიდონის, ეიკოზაპენტაენოის და დოკოზაჰექსაენოის მჟავებს. ომეგა 6 და ომეგა 3-ის შეფარდება დედის რძეში არის 8:1. სწორედ ამიტომ, ევროკომისიის 2006 წლის დირექტივით , მნიშვნელოვანია საბავშვო რძის ნარევების გამდიდრება ამ მჟავებით და იმ შეფარდებით, რომელიც ახლოს იქნება დედის რძესთან.
  • ტკბილი გემოსადმი უპირატესობა ყალიბდება ჯერ კიდევ ნაყოფის მუცლად ყოფნის პერიოდში. ორსულობის მე-6 თვისკენ ნაყოფის საგემოვნო ანალიზატორი საკმარისადაა განვითარებული იმისთვის, რომ მან შეძლოს სხვადასხვა გემოების აღქმა და ინფორმაციის გადაცემა ტვინისთვის, რაც  გავლენას ახდენს ბავშვის შემდგომ ქცევაზე.

Литература (References)

  1. Sanjurjo P., Ruiz-Sanz J., Jimeno P. et al. Supplementation with docosahexaenoic acid in the last trimester of pregnancy: maternal-fetal biochemical findings. J. Perinat. Med. 2004; 32 (2): 132–136.
  2. Directive 2006/141/EC of 22 December 2006 on infant formulae and follow-on formulae. ДИРЕКТИВА КОМИССИИ (EC) № 2006/141/ЕС от 22 декабря 2006 г., 44 с
  3. Strengthening action to improve feeding of infants and young children 6-23 months of age in nutrition and child health programmes. Report of proceedings, Geneva, 6-9 October 2008, WHO, 74 р.
  4. Т.Н. Степанова, В.А. Скворцова, Т.Э. Боровик, Н.Н. Семенова, О.Л. Лукоянова Роль продуктов, обогащенных ω-3 полиненасыщенными жирными кислотами, в детском питании. Вопросы современной педиатрии, 2010; 9 (2): 169-173
  5. И.М. Косенко Микронутриенты и здоровье детей Вопросы современной педиатрии, 2011; 10 (6):179-185
  6. И.Н. Захарова, Ю.А. Дмитриева, В.И. Свинцицкая. Вкусовые предпочтения у детей раннего возраста: что их определяет? Вопросы современной педиатрии, 2015; 14 (6):706-709
  7. Коденцова В. М., Громова О. А., Макарова С. Г. Микронутриенты в питании детей и применение витаминно-минеральных комплексов. Педиатрическая фармакология. 2015; 12 (5): 537–542.
თქვენ უნდა შეხვიდეთ კომენტარზე